|
2019-02-01 20:12:13, 1524 ნახვა
სამართალი
ბესელია - ფაქტია, კადრების გავრცელება ემთხვევა სასამართლოსთან დაკავშირებით ღია კონფლიქტს და დაპირისპირებას
„ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე უწყების მაღალჩინოსნებს მისი ეჭვები გაუზიარა. „ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს. ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ. მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას, არა მხოლოდ თანაგუნდელების. ჯერ ერთი, თანაგუნდელები არ არიან. მე არ მივიჩნევ ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად, მე მივიჩნევ ამ ადამიანებს ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად, ან მათ გამგრძელებლად. პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმს და იმ ხელისუფლებას, ვისაც ვებრძვი დიდ ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით ნაბიჯები. მე ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)