19:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 15:06:40, 1808 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების მასოვრივი დეპორტაციის გამო, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლომ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან საქართელოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციაზე. კერძოდ კომპენსაციას 1 500-მდე მოქალაქე მიიღებს. 

კომპენსაციის გადახდას მხარი 16 მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. 

გადაწყვეტილების თანახმად, 2.000 ევროს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) დაირღვა, ხოლო 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ გადაერიცხებათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics