19:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 13:12:05, 1354 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

დღეს სასამართლო განსაზღვრავს:  იმ კომპენსაციის ოდენობას, რისი გადახდაც რუსეთის ფედერაციას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ; იმ პირთა ვინაობას, ვინც უნდა მიიღოს კომპენსაცია; თავადვე დაადგენს კომპენსაციის განაწილების პირობებსა და პროცედურებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება აღსრულების პროცედურები საქმე გადავა მინისტრთა კომიტეტში. რუსეთის ფედერაციამ უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა განაწილდება დაზარალებულებზე იმ წესითა და პირობებით, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს.

გოჩა ლორთქიფანიძე (იუსტიციის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის ნაწილში იქნება ისეთი, რასაც მოელის ქართული საზოგადოება, რაც შეეხება დაზარალებულების ინტერესებს, რომელსაც იცავდა იუსტიცია, ჩვენ წარვადგინეთ 1795 ადამიანის სია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კომპენსაცია".

ბექა ძამაშვილი (საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი): „31 იანვარს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე - განისაზღვრება იმ კომპენსაციის ოდენობა, რისი გადახდაც რუსეთის ფედერაციას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. სასამართლო ასევე განსაზღვრავს იმ პირთა ვინაობას, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ეს კომპენსაცია და დაადგენს მისი განაწილების პირობებსა და პროცედურებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება მისი აღსრულების პროცედურები და ამ პროცედურების ფარგლებში საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთმა მაქსიმალურად სწრაფად და სრულყოფილად აღასრულოს ეს ვალდებულება და დროულად ჩარიცხოს დაკისრებული თანხა.

პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა მოხდეს ამ კომპენსაციის გადახდა და შემდეგ ეს თანხა განაწილდება დაზარალებულებზე იმ წესითა და პირობებით, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს"

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics