2015-06-17 13:11:48, 348 ნახვა
საზოგადოება
ლაგუნა ვერეს ტეროტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული
თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველი ერთ-ერთი შენობის ქვეშ არის შესული და სპეცრაზმი მის გამოყვანას ცდილობს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, დაზარალებული სასწარაფო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მტაცებელმა მამაკაცი ყოფილი ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ „მაუდის კომბინატის“ შენობაში დაგლიჯა, სადაც ამ დროისთვის საწყობია განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი მტაცებელი ცხოველი დაესხა თავს მამაკაცს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან