|
2019-01-29 14:22:43, 1593 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრიკ ჰოლოლეი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა
„დღესდღეობით, საქართველო ნამდვილად წამყვანი საავიაციო ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამის მაჩვენებელია ყოველწლიურად 400 000-ით მეტი გადაყვანილი მგზავრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლიდან, რაც, დაახლოებით, 9,3%-იანია ზრდაა ყოველწლიურად," - განაცხადა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019" სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019" ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა. ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საავიაციო სექტორი ახლა აშკარა წინსვლას განიცდის. „ძალიან გამიხარდა, როდესაც გავეცანი წინა წლის სტატისტიკას, რომელიც საქართველოში მგზავრთნაკადის ზრდას ასახავდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს აეროპორტებში 5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ და მათი რაოდენობა 23% პროცენტით გაიზარდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია," - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)