17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 15:45:32, 1663 ნახვა

სამართალი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება

ცოტნე გამსახურდიას  ინტერესების დამცველი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორს და გამომძიებელს შეხვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრაზე  გამომძიებელი და პროკურორი,  საქმეზე დამატებით ჩასატარებელ  საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, ადვოკატის  მოსაზრებებს გაეცნობიან.

„ერთი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე,  გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მისი  ინტერესების დამცველს  შესთავაზა  მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ  გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics