17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 10:39:50, 1729 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა - დაკავებულია 11 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ქ., 2000 წელს დაბადებული ა.ყ. და ასევე, 2000 წელს დაბადებული გ.ლ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ქ.-მ თბილისის სხვადასხვა უბანში და ვაზიანში ავტოსადგომებზე, ქუჩებში და გზისპირას გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანებიდან 41 აკუმულატორი მოიპარა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
რაც შეეხება ა.ყ.-ს და გ.ლ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მიმდინარე წლის 22 იანვარს თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, 2 მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანები გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი დანაშაულიდან უმოკლეს დროში თბილისში დააკავეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში თბილისში, ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით  სულ დაკავებულია 11 პირი, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics