17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 15:57:01, 1632 ნახვა

სამართალი
ბესელია: ნურავის ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა

 „ნურავის ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატი მოსამართლეების ნაწილის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნავდნენ, რომ გარკვეული პირები მათ დამოუკიდებელი საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.

„ბოლო დღეებში ისმის განცხადებები, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლობას იცავენ და თითქოს, ვინმე ცდილობს, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევას. ნათლად მინდა, ვთქვა, ჩვენ ვიცავთ თავად სასამართლოს დამოუკიდებლობას ჩვენი ამ ბრძოლით. არავინ არ აპირებს სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, თუ იმ სასტიკი რეჟიმის დროს მოსამართლეები დამოუკიდებლობაზე ხმას ამოიღებდნენ და ამას საკუთარ გადაწყვეტილებებში ასახავდნენ. ნურავის ნუ ჰგონია, რომ სასამართლოს სისტემა ვინმეს პირადი კორპორატიული სივრცეა. ვიღაცას შეიძლება, განცდა აქვს, რომ მის სახლში შევდივართ, ეს არავის პირადი სივრცე არ არის. ქართული მართლმსაჯულება არის საქართველოს მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების ნაწილი, რომ განახორციელოს სამართლიანი სასმართლოს უფლება ყველა დონეზე. ამას ვიცავთ ჩვენ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics