17:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 15:17:49, 1479 ნახვა

სამართალი
„ტაშს უკრავთ მათ, ვინც ზიანს აყენებს სასამართლოს“ - ხმაური მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე

 „ყველა ადამიანი გამოდის და ერთი და იგივე რამეს ამბობს. დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის „კლანი“, - ამ სიტყვებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეებს მიმართა.

ჯანეზაშვილის ამ განცხადებას უარყოფითი რეაქციები მოჰყვა.

მოსამართლეთა ნაწილი ითხოვდა, მისთვის მიკროფონი გაეთიშათ და ტრიბუნიდან ჩამოეყვანათ

„დღეს ჩემი გამოსვლა დაუგეგმავია. ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცხადი იყო თუ რას ეძღვნებოდა დღევანდელი კონფერენცია,მაგრამ გულწრფელად,რომ ვთქვა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ მეგონა ამდენი ადამიანი შეიკრიბებოდა იმისთვის, რომ ჩემი და ანა დოლიძის მიმართ გამოეთქვა დაუსაბუთებელი კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში მოსამართლისთვის შეუფერებელი მოსაზრებები.  მე არც ერთი მოსამართლე არასდროს გამიკირტიკებია მისი კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო და მიმაჩნია, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ამას ხელს უნდა უწყობდეს იუსტიციის საბჭო და რა თქმა უნდა, მთელი საზოგაოდება. მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვხედავ, რომ ყველა ის ადამიანი ვინც აქ იმყოფება, არის ერთ აზრზე. ეს არის ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი, როგორც ერთი მოქალაქის. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ მოვისმენდი განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ,რომ აქ ვხედავ იგივე ვითარებას, რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოსამართლეთა დღევანდელ კონფერენციაზე განსხვავებული აზრი არ გაჟღერებულა.

„ვხედავ, რომ განსხვაებული აზრი  სისტემაში არ არსებობს და ვხედავ, რომ ვნახე, რომ ტაშს უკრავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ზიანს აყენებენ სასამართლო სისტემას.

თქვენ არ უნდა გქონდეთ პრეტენზიები ჩემ მიმართ, მე და ანა დოლიძეც ვართ უმცირესობაში, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.  ყველა ადამიანი გამოდის და ერთი და იგივე რამეს ამბობს. დღეს დავრწმუნდი, რომ ეს არის „კლანი“, - მიმართა მოსამართლეებს ნაზი ჯაეზაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics