17:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-26 09:59:57, 3201 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნი დროებით შეაჩერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნის მთავრობამ დროებით მუშაობა განაახლა.

შესაბამის განკარგულებას დონალდ ტრამპმა ხელი თეთრ სახლში, დახურულ კარს მიღმა მოაწერა. განკარგულების თანახმად, მთავრობა 15 თებერვლამდე იმუშავებს და სახელმწიფო მოხელეები ხელფასს მიიღებენ.

მანამდე თეთრი სახლის ლიდერსა და კონგრესს შორის შეთანხმება შედგა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ე.წ. შათდაუნის შეჩერებით, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო და 35 დღე გაგრძელდა, ის უკან არ იხევს და აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის კონგრესისგან ფულს ითხოვს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების გამო მიიღო, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში იძულებით შვებულებაში იყო და ხელფასს არ იღებდა. ტრამპის თქმით, თუ შეთანხმება კედლის დაფინანსებაზე არ შედგება, ის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და კონგრესის გვერდის ავლით კედელს მაინც ააშენებს. ის კონგრესისგან კედლის მშენებლობაზე 5 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ტრამპის გადაწყვეტილებით მუშაობას 800 ათასამდე ადამიანი დაუბრუნდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics