14:42 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 09:33:53, 343 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს, გამორჩეულ პოლიციელებს, მაშველებსა და მოხალისეებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შუამდგომლობით მიმართავს პრეზიდენტს, რათა გამორჩეულ პოლიციელებს, მაშველებსა და მოხალისეებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცეთ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში არაერთი საგმირო საქმის მოწმე გახდა და ეს არის ისტორიები, რომლებზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.

„უამრავი ასეთი ისტორია მოვისმინე. მოქალაქეები სთავაზობდნენ დაზარალებულებს ბინებს, ერთმა მოქალაქემ ავეჯის უფასოდ დამზადება შესთავაზა მათ. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მოხალისეებს და პიცერიის მეპატრონე, რომელმაც 20 პიცა მიიტანა სტიქიის ზონაში. დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა",-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics