07:34 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:21:38, 1825 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების მიხედვით:

გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების  50 პროცენტი, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად  გადახდილია დარიცხული გადასახადების  და ჯარიმების 50 პროცენტი.

გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5 პროცენტი, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2  თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის  თანხის 5 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10 პროცენტით, ხოლო თუ  შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5 პროცენტზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება 25 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50 პროცენტისა.

ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე -  საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ  შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა.

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად.

აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება. 

საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics