2019-01-24 17:12:20, 1267 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, მეთოფიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და პოლიტიკურ პროცესში შევიდა.
„მგონი დროა მეთოფიშვილთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარებისთვის დრო არ დავკარგოთ. იუსტიციის საბჭომ იმსჯელოს ამ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაიხადა მანტია, დაარღვია კონსტიტუცია, შემოვიდა პოლიტიკურ პროცესში და დაკარგა ლეგიტიმაცია. მე მივმართავ იუსტიციის საბჭოს, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით იმსჯელოს მოსამართლეზე, რომელმაც აშკარად კონსტიტუციას გადააბიჯა და კანონი დაარღვია. ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი ამ ადამიანზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ,