16:41 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 16:47:25, 1350 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: კონსენსუსის შანსი დავინახე - მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, დაინახა თუ არა კონსენსუსის შანსი, ბესელიამ აღნიშნა, რომ დაინახა.

„კონსენსუსის შანსი დავინახე დღეს. მე თუ მექნება განსხვავებული პოზიცია სიასთან ან პროცესთან დაკავშირებით, შემიძლია აბსოლუტურად დამოუკიდებლად და თავისუფლად გამოვხატო ისევე როგორც სხვა ჩემს კოლეგებს. ჩვენ შევთანხმდით პროცესი როგორი უნდა იყოს, კრიტერიუმები როგორი უნდა იყოს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრინციპულ საკითხებზე შევჯერდეთ, ამიტომ არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. გამოვიყენოთ ხვალინდელი დღეც, რომ უმრავლესობა შეთანხმდეს და ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, თუ ვერ შეთანხმდება ეს პოზიციები, ასევე თავისუფლება რჩებათ ადამიანებს, მეც და სხვებსაც, რომ მათთვის რაც არის პრინციპული, ის დარჩეს პრინციპულად. მე ვერავინ შემაცვლევინებს პოზიციას, რომ ხმას არ მივცემ იმ ადამიანებს, ვინც არის დაკავშირებული იმ რეჟიმთან, რომლის შეცვლისთვისაც ბევრი ვიბრძოლე“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის პოზიციას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის სურვილია, პროცესი დაძაბულობის გარეშე წარიმართოს.

„პარტიის თავმჯდომარეს აქვს მზაობა და დიდი სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების, დაძაბულობის გარეშე. მისი პოზიციაა, რომ გაგრძელდეს შეხვედრები იქამდე, სანამ საბოლოოდ შეთანხმება არ მოხდება. ძალიან ცდილობდა დღეს და მე მართლა მადლიერი ვარ მისი, რადგან არ იყო ადვილი ასეთი პროცესის მედიაცია, მაგრამ ძალიან კარგად უძღვებოდა სხდომას როგორც ლიდერი. მისი პოზიციაა, რომ მოვნახოთ კონსენსუსი“, - აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics