16:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 16:27:31, 1413 ნახვა

კომენტარი
ბესელია - გარიცხვაზე, წასვლაზე და მოსვლაზე სუბარი არ ყოფილა, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს

„საკითხები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრით კმაყოფილია, რადგან ჰქონდა შესაძლებლობა, ეთქვა ყველაფერი რისი თქმაც სურდა.

ბესელიას თქმით, პარტიის თავმჯდომარემ შეძლო, არც თუ ისე იოლი სხდომა კონსტრუქციულად, კოლეგიალურად და ეთიკურად წაეყვანა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სწორედ ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია, რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, კოლეგიალურად  და ეთიკურად. ეს იყო კარგი საუბარი. საკითხები გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა. გთხოვთ ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რა ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. ვიმსჯელეთ განვლილ პროცესებზე. არის საკითხები, რაზეც ერთნაირად ვუყურებთ ამ პროცესს და არის საკითხების რომელზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics