16:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 12:51:46, 1382 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი - მოსამართლეების სია, რომელიც იყო წარმომადგენელი, პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია

„ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნება ნდობა, ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მომავლისთვის სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვანია.

„შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, სასამართლოს მომავლისთვის. ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის, რომელსაც ვერ აკმაყოფილებენ წარმოდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს ჩინჩალაძეს, ვინც არ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდა, გავიდნენ მოსამართლეებად, იქნებ შეიცვალნენ და გამოკეთდნენ, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა, ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, 2012 წლის პირველი ოქტომბრის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც დღევანდელი პარლამენტია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics