|
2019-01-23 16:21:14, 1284 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - ხელისუფლებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ მხარი არ დაუჭირა
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ დღეს გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდმა უნდა განმარტოს, რა გახდა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარის თქმის მიზეზი. „სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „მაგნიცკის სიაზე“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც. ეს არის რეზოლუცია, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ გაავრცელოს ე.წ. ჭკვიანი სანქციები იმ ქვეყნებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ წელს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მიიღეს. თავის დროზე ამას მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ძალიან მისასალმებელია, რომ ერთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არამედ ევროპარლამენტმა, ირლანდიის, ლიეტუვას პარლამენტებმა, აშშ-ს კონგრესმა ამ სიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის პარალელურად ჩნდება სერიოზული კითხვები თუ როგორი იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. გუშინ, როდესაც რეზოლუცია განიხილებოდა და როდესაც კენჭისყრა იყო, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს რეზოლუციისათვის მხარი არ დაუჭერია. აქ საუბარია იმაზე, რომ არამარტო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ, ზოგადად, ეს არის რევოლუცია, რომელიც რუსეთს, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. საქართველოს დელეგაციაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არც ერთი მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა. მათ არა თუ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას, დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა და არ დააფიქსირეს პოზიცია ამ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. ორად-ორი დეპუტატი საქართველოდან, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. შესაბამისად, მე მივმართავ „ქართულ ოცნებას“ განმარტონ პოზიცია, რატომ არ დაუჭირეს ამ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას მხარი. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთთან მიმართებაში, თუ ეს არის სხვა ახსნის მქონე საქციელი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)