|
2019-01-22 20:39:10, 2803 ნახვა
სამხედრო
ბათუმში, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან უნებლიე გასროლით, სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
ბათუმში, საგუშაგოზე სამხედრო მოსამსახურემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ბათუმში დისლოცირებულ ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის უწყების განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „22 იანვარს ქ. ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)