|
2019-01-21 19:31:12, 2794 ნახვა
სამხედრო
პრემიერმა ლიეტუვაში დაკრძალული ქართველი კაპიტნის, დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას რესპუბლიკის დამუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კაპიტნის, დავით (დათიკო) მაჭავარიანის ხსოვნას. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე არტილერიის კაპიტანი 1918 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. 1918-1921 წლებში მან მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც საქართველო თავისი საზღვრებისა და სახელმწიფოებრიობის დასაცავად აწარმოებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასული დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა, სადაც მოგვიანებით მაიორის წოდება და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. დაკრძალულია ვილნიუსის სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის მემორიალთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)