|
2019-01-21 13:12:37, 2692 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებში ღია კარის დღე პირველად გაიმართა
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე პირველად გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ბაზაზე ოჯახის წევრებს უმასპინძლეს. მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საჩვენებელი წვრთნა რამდენიმე უბანზე ჩაატარეს. მათ სწრაფი დაშვების კედელზე სხვადასხვა სახის მანევრი განახორციელეს და ოპერაციების რაიონში მოწინააღმდეგის განეიტრალება წარმატებით მოახდინეს. ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა შვილებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნენ. მებრძოლების ოჯახის წევრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების დასასრულს კი, სამხედრო მოსამსახურეები, მათი მეუღლეები და შვილები მამა დავით ბოტიკაშვილმა დალოცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)