15:18 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 13:14:48, 603 ნახვა

რეგიონი
კობი-გუდაურის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად,  კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯაო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ გუშინ  ცხელი საკვები ჩაუტანეს.

დღეს, ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის ტერიტორიაზე 50 კაცზე გათვლილი კარავი განთავსდეს, სადაც მგზავრები გათბობას და ცხელი საკვების მიღებას მოახერხებენ.                       

 ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, პროცესებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყებაა ჩართული. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა გზა დროულად გაიხსნას და მგზავრებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება.                        

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სისტემატიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.                                      

 ამ ეტაპზე, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics