|
2019-01-16 22:30:28, 1769 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე - ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგი დაიდოს უსწრაფესად
ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომელიც დიღომში, აფეთქების ადგილზე იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. „ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მიმდინარეობს გამოძიება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით სამი ადამიანია გარდაცვლილი. დაშავებულების ზუსტ რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, - განაცხადა საბანაძემ. შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქებას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. მოსახლეობა ევაკუირებულია. ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)