06:52 - 01 May, 2026
|
2019-01-15 16:37:20, 2487 ნახვა
ეკონომიკა
დეკემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2018 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 150.9 მილიონი აშშ დოლარი (402.7 მლნ ლარი) შეადგინა, 2017 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე რაც 9.1 პროცენტით (12.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3 პროცენტი იმ 18 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.2 პროცენტი მოდიოდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მილიონი აშშ დოლარი (57.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.8 მილიონი აშშ დოლარისა (51.8 მლნ ლარისა) 2017 წლის დეკემბერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)