20:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 18:32:43, 1301 ნახვა

საზოგადოება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება იანვრიდან დაიწყება.  2019 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები სამთავრობო კომისიის სხდომაზე დაამტკიცეს, რომელიც  პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ღონისძიებათა გეგმა მოიცავს კიდევ უფრო ეფექტურ ნაბიჯებს, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ტექნიკით მოცვის არეალი გაფართოვდება, ფერმერები ინფორმაციას ამა თუ იმ დღეს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ.

კომისიამ ასევე შეაჯამა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგად, მავნებლის გავრცელების არეალი არ გაზრდილა, გასული წლების გამოცდილებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული გეგმა კი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  2019 წელს  დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ამ პროცესში უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას, მათ შორს რეგიონულ დონეზე, რასაც, მთავრობის მეთაურის დავალებით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უზრუნველყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics