|
2019-01-14 13:34:11, 1809 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - ვიცე-სპიკერის პოსტის შემოთავაზებით იურიდიული კომიტეტიდან ჩემი ჩამოშორება უნდოდათ
იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები არ მგონია, რომ სახელმწიფოებრივი იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატმა მისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება სასამართლო რეფორმის ფარგლებში არსებული განსხვავებული პოზიციის გამო მიიღო, რათა იურიდიული კომიტეტისთვის ჩამოეშორებინათ. „დიახ, იყო შემოთავაზება უფრო მაღალი თანამდებობის, როგორიც არის ვიცე-სპიკერის თანამდებობა. ეს საუბარი იყო ზაფხულის თვეში. სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი, რომელიც როგორც გითხარით ჩემი ინიციატივით დაიწყო, ამის ფარგლებში მე მქონდა რამდენიმე საკითხზე პრინციპული პოზიცია, რაც განსხვავდებოდა იმ პოზიციისგან, რომელიც ჰქონდა ამ რეფორმის მონაწილე გარკვეულ ჯგუფს. ამ რეფორმის ფარგლებში მუშაობს ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციები. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მათ შორის იყო ორი საკითხი, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი. გარკვეული ჯგუფისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო სანდო და მგონია, რომ ამ შემოთავაზებით, ასე ჩავთვალე მაშინ, მოფიქრებული იყო სქემა, რომ იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯფუფის ინტერესების გატარებას. ამიტომ იყო მოფიქრებული ეს ვერსია. მე ასე აღვიქვი ეს შემოთავაზება. დიახ იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს მომავალშიც ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები არ მგონია, რომ იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ამიტომაც მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ამ პროცესში პრინციპული პოზიცია არის საჭირო“, - აცხადებს ეკა ბესელია.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)