|
2019-01-14 12:33:58, 1658 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია: ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, სადაც მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებას იღებს მისი წარმომადგენელი. „ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. მოქალაქეს აინტერესებს, ვინ იქნება მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლე, იქნებიან ისინი მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები, თუ მოსამართლეები, რომელთაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც კარს მიღმა, ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. შვიდი წელიწადი, 2011 წლიდან თუ ავიღებთ, როგორღაც მოვახერხე, ჩემი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც გარეთ შიდა თემებზე, ჭორაობს საუბრობს, მაგრამ არც ის ადამიანი არ ვარ, რომელიც როცა საკუთარ ხალხს ატყუებს. მე არ შემეძლო ტყუილის თქმა, მე ვთქვი ის, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბესელიამ.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)