22:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-12 12:33:54, 1807 ნახვა

პოლიტიკა
მიქაუტაძე - მოსამართლეთა სიის გაწვევა შეუძლებელია, შეიქმნება ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის თქმით,  დღეს არსებული კანონით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეთა უკან გაწვევა შეუძლებელია.

 თუმცა, მიქაუტაძის თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.

„პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული და ეს კანდიდატურები იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, გავიმეორებ, რომ თუკი იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ, რომ ღია პროცესში აბსოლუტურად, გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც შეთანხმდება სამუშაო, სარეფორმო ჯგუფი და რომელიც მიღებული იქნება.

კანდიდატურების უკან წაღების პროცედურა არ არსებობს. ყველა, მათ შორის ეს 10 კანდიდატურაც და სხვა კანდიდატურებიც დაექვემდებარება შემოწმებას, იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც შევიმუშავებთ. უახლოეს მომავალში გაიმართება სამუშაო ჯგუფის სეხვედრა, რომელზეც იქნება უკვე მსჯელობა დაწვრილებით დეტალებზე. წინასწარ ამაზე საუბარი არის უხერუხული“, - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics