|
2019-01-12 10:03:54, 1617 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში ავტომანქანების დაზიანების და გაქურდვის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.ზ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში 3 ავტომობილი გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისში 5 ავტომობილი დააზიანა, 3 ავტომობილიდან კი სხვადსხვა ნივთები მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)