|
2019-01-11 17:55:50, 1622 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, რადგან წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს უფლება რჩევა მისცეს
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეთა სიის შედგენა საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ საზოგადოების აზრი გაახმოვანოს. "პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს სია. ეს უნდა გადაწყვიტონ მათ, ხელისუფლების იმ შტოებმა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოზე და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე, რადგან პროცედურაში პარლამენტი არის გათვალისწინებული. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ არის გათვალისწინებული და მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ როგორია საზოგადოების მოლოდინი. დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ არსებობდეს, შენარჩუნებული იყოს და ამაღლებული იყოს ნდობა სასამართლოს მიმართ. მე პირადად ხელისუფლებას არაფერს არ ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს კომპეტენცია და უფლება, მისცეს რჩევა ან რეკომენდაცია
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)