|
2019-01-11 15:49:31, 1812 ნახვა
სამართალი
სასწრაფოს მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა 9 იანვარს მოხდა. სასწრაფო დახმარების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებარე კორპუსთან მდებარე ფარდულს დაეჯახა, სადაც მუშები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი, დაშავდა. სასწრაფოს მძღოლს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე და მესამე ნაწილებით წარედგინა, რაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ხოლო დანარჩენი ორი პირის სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მძღოლს ბრალი 10 იანვარს, საავადმყოფოში წარუდგინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)