2019-01-11 13:19:08, 1172 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. „ღორის გრიპით“ 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
H1N1-ის ვირუსით 28 წლის ჩოხატაურელი მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ის ქუთაისის კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარდაცვლილი ბიჭის მამამ, გია ბერძენიშვილმა განუცხადა, ვირუსი თანმდევი დაავადების გამო გართულდა, რადგან მის შვილს ეპილეფსია ჰქონდა.
„მისი ფეხით ჩავიყვანე. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა და მოერია ეს დაავადება. რეანიმაციაში იწვა პირველივე დღიდან. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და თან გადაგვყვნენ. პრეტენზია მე არ მაქვს“, - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.
ცნობისთვის, ამ დორისთვის, H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვალების 14 ფაქტია ლაბორატორიულად დადასტურებული.
ავტორი: ,