2019-01-11 12:50:01, 656 ნახვა
რეგიონი
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საოკუპაციო ძალები საქართველოსთან დე-ფაქტო საზღვარს ჩაკეტავენ
ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საოკუპაციო რეჟიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტონ, - ამის შესახებ ადგილობირივი მედია იუწყება.
დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზებზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე საკარანტინო ღონისძიებები ტარდება.
„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გუშინ გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, - განაცხადეს ე.წ. უწყებაში.
როგორც მარიონეტული რეჟიმები აცხადებენ ოკუპირებულ რეგიონებში H1N1-ის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ავტორი: ,