13:57 - 01 May, 2026
|
2019-01-09 20:13:50, 2060 ნახვა
სამართალი
ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რევაზ ნასიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ექიმის ცემის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რევაზ ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მსახიობი გირაოს გადახდამდე ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. სასამართლო პროცესი ნასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვახგანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გაიმართა. მსახიობი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით არის მოთავსებული. შეგახსენებთ, ინციდენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)