|
2019-01-09 17:59:32, 3345 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: თუ კედელი ამორალურია, რატომ აშენებენ პოლიტიკოსები მას საკუთარი სახლების გარშემო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან სატელევიო მიმართვა გაავრცელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. თეთრი სახლის ლიდერმა მთავრობის დახურვაზე და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ისაუბრა. ტრამპის შეფასებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კრიზისი შეიქმნა. პრეზიდენტის მტკიცებით, ვითარებას ის ფაქტიც ართულებს, რომ ათასობით არალეგალი მიგრანტი ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობს, კრიზისული ვითარების გამო კი, მთავრობა მათ უკან გაბრუნებას ვერ ახერხებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არალეგალური მიგრაცია კრიმინალთან არის პირდაპირ კავშირში. მან მომხდარზე პასუხისმგებლობა კონგრესმენებს დააკისრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემას დემოკრატების პოზიცია იწვევს. "ეს ჰუმანიტარული კრიზისია - გულის და სულის კრიზისი. დემოკრატების მოთხოვნით ეს იქნება ფოლადის ბარიერი და არა ბეტონის კედელი. ეს ბარიერი სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებისათვის. სასაზღვრო კედელი მალევე დაფარავს საკუთარ ხარჯებს. არალეგალური ნარკოტიკის ხარჯი წელიწადში 500 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ბევრად აღემატება 5.7 მილიარდს, რომელიც კონგრესისგან მოვითხოვეთ. კედელი არაპირდაპირი გზით იმ ახალი შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებიდან დაფინანსდება, რომელიც მექსიკასთან გავაფორმეთ. ფედერალური მთავრობა მხოლოდ ერთი მიზეზითაა დახურული: დემოკრატები არ აფინანსებენ სასაზღვრო უსაფრთხოებას. იმედი მაქვს, რომ პარტიულ პოლიტიკას გავცდებით, რათა ეროვნული უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. კიდევ რამდენი ამერიკელის სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ კონგრესმა თავისი საქმე გააკეთოს. ზოგიერთი მიანიშნებს იმაზე, რომ ბარიერი არარის მორალური. მაშინ რატომ აშენებენ მდიდარი პოლიტიკოსები კედლებს, ღობეებს და ჭიშკრებს საკუთარი სახლების გარშემო? ისინი კედლებს იმიტომ კი არ აშენებენ, რომ მათ მიღმა მყოფი ხალხი სძულთ, არამედ იმიტომ, რომ უყვართ ის ხალხი, ვინც ამ კედლებშია. ერთადერთი, რაც ამორალურია, არის ის, რომ პოლიტიკოსებმა არაფერი გააკეთონ და ამით ხელი შეუწყონ უდანაშაულო ადამიანების გაწირვას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის კონგრესის ლიდერებს დღეს თეთრ სახლში შეხვდება. ამასთან 10 იანვარს ის ამერიკა-მექსიკის საზღვართან ჩავა. თეთრი სახლის ლიდერის ამ განცხადებას დემოკრატიული პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ. ნენსი პელოსის თქმით, ტრემპმა მთავრობას მუშაობის უფლება უნდა მისცეს. "ფაქტია, რომ ქალები და ბავშვები საზღვარზე არა უსაფრთხოების, არამდე ჰუმანიტარული გამოწვევაა. ტრამპმა უნდა შეწყვიტოს ამერიკელი ხალხის მძევლად აყვანა და კრიზისის ხელოვნურად შექმნა. მან უნდა გახსნას მთავრობა", - განაცხადა პელონმა.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)