2019-01-09 13:53:44, 1731 ნახვა
პოლიტიკა
სალაძე - ხელისუფლებას დახვდება წინ ის, რასაც დღეს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით აკეთებს
„ხელისუფლებას დახვდება წინ ის, რასაც დღეს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით აკეთებს“, - ამის შესახებ „საია“-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.
არასამათავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ორგანოსგან კატეგორიულად მოითხოვენ განსაზღვროს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები.
„პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ პარლამენტმა დაუყონბლივ დაიწყოს მუშაობა ცვლილებებზე და განსაზღვროს კონკრეტული სტანდარტები და კრიტერიუმები, რომლითაც მოხდება შერჩევა. თუ ვინმე ფიქრობს ხელისუფლებაში, რომ ეს ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია არის ერთჯერადი ღონისძიება და ამით დავასრულებთ ჩვენს აქტიურობას ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ცდებიან, ბევრ ადგილას და ბევრ შემთხვევაში დახვდებათ წინ ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ სასამართლოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა სულხან სალაძემ.
ავტორი: ,