|
2019-01-08 19:13:08, 1703 ნახვა
კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული
მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას. ქუცნაშვილს ჰკითხეს, რა მოლოდინები აქვს დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით და არსებული ვითარების გამო, შესაძლებელია თუ არა, უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. „უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, დაკავშირებული იყოს მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან, ანუ ვის აირჩევს პარლამენტი მომავალი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარეებად, ან ვის გადაირჩევს. ასე რომ, პარლამენტი, მოგეხსენებათ, არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლებების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. რაც შეეხება კითხვას, უნდა დატოვოს თუ არა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თავად ბესელიას გადასაწყვეტია. „სწორი არ მგონია, კოლეგებს ვუკარნახოთ, ვინ სად უნდა იყოს. მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)