|
2019-01-08 13:14:16, 1746 ნახვა
სამართალი
მსახიობ რეზი ნასიძის დედა - ჩემმა შვილმა ექიმსს არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა
ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძის თქმით, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. როგორც მსახიობის დედამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მისი შვილი აავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, მან საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა. „ეს არის მორფიუმი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მე გამიკეთეს რამდენჯერმე, როცა დამჭირდა. იმ დროს როცა პაციენტი შემოდის ასეთი ძლიერი ტკივილით სხვა რაღაცეები როცა უკვე გაკეთებული აქვს და არ შველის შეიძლება გაუკეთო. რეზიმ მოითხოვა, რომ გამიკეთეთ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ან მორფი გამიკეთეთ,ოღონდ გააზავეთ იმიტომ რომ გულისრევას იწვევსო ან რაღაც ძლიერიო, რამე მიშველეთო, ძალიან ცუდად ვარო, რამოდენიმე დღე ვებრძოდით ამ საშინელ ვირუსს“, - განაცხადა თამარ ნიშნიანიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)