13:59 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 17:57:29, 667 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პრეპარატ ტამიფლუს გაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს პრეპარატი ტამიფლუს გარკვეული, დამატებითი რაოდენობების მოწოდებას.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს პრეპარატ ტამიფლუს გაცემას უპირატესად ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის (ან მათი ოჯახის წევრზე) ექიმისგან და/ან კლინიკისგან სამედიცინო ფორმა N100-ის წარმოდგენით.

ამასთან სოციალურად დაუცველისთვის საჭირო იქნება მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენაც, აღნიშნულის არქონის შემთხვევაში სტატუსის გადამოწმება მოხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ პაციენტის  პირადი ნომრის მიხედვით.

ორსულებისთვის ტამიფლუს გასაცემად  აუცილებელია ფორმა N100 და იმავე ფორმაში მისი ორსულობის სტატუსის დაფიქსირებაც.

პრეპარატის გაცემა მიმდინარეობს აWარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მისამართი: ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქ.141/143.  ცხელი ხაზი: 0422 27 03 94

პრეპარატის გაცემის უზრუნველსაყოფად შესაძებელია მიმართოთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს (ნონა ეფაძე, ტელ: 577 27 87 40).

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics