16:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-04 15:01:49, 1445 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების თაობაზე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2018 წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა და ძალაში შევიდა „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი“.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე.

აღნიშნული წესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების შესახებ" საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) საფუძველზე მომზადა და სრულად  პასუხობს დღეს მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს გემებისა და ნავსადგურებში უშიშროების უზრუნველყოფაზე.

ამასთან, მთავრობის დადგენილების მიღებით შესრულდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება - „გემებისა და ნავსადგურების მოწყობილობების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე" 2004  წლის  31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EC) №725/2004 რეგულაციისა  და „ნავსადგურების უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე" 2005 წლის 26 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/65/EC დირექტივის  საქართველოს კანონმდებლობაში დანერგვის თაობაზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics