2015-06-16 12:23:28, 478 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: ამ ეტაპისთვის ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ გავრცელდა ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია, დღეს ეს ინფორმაცია გადამოწმდა და არ დადასტურდა . ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი დამხრჩვალი წყალში, ან არის ლიკვიდირებული. მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან