|
2019-01-02 13:16:39, 3730 ნახვა
სამხედრო
ახალი წლის ღამე ქართველმა სამხედროებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს - ვიდეო
ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს. საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მე-4 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნე და საზეიმო ტორტი გაჭრეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)