18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-29 12:46:10, 2122 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: კობახიძის შეხვედრა მიქაუტაძესთან აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრის შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

ამასთან, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასაც გამოეხმაურა.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ჩვენ ტელევიზიიდან შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება, როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics