13:33 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 16:23:05, 525 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტომ ტრენინგ პროგრამა შეაჯამა

აჭარის დასაქმების სააგენტომ პროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროგრამის შედეგები და დასაქმების სააგენტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოწვეულ სტუმრებს დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, თემურ კახიძემ და ტრეინინგ ცენტრ ,,აითი-ნოლიჯი"ს აღამასრულებელმა დირექტორმა მარიკა გოქაძემ წარუდგინეს.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე 72 ორგანიზაციის თანამშრომლებს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

,,კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით’’ პროგრამის ფარგლებში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული 140 ადამიანი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში გადამზადა, როგორიცაა: მარკეტინგი და გაყიდვები; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების სფეროში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დარგებში; ადმინისტრირება, ფუნქციონირება და მართვის თანამედროვე მეთოდები და მარკეტინგის მენეჯმენტი.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა მასტერკლასებს, რომელიც ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა ჩაატარეს - მედიის, მშენებლობის და სარესტორნო საქმის კუთხით. სამშენებლო კომპანიების პროექტის მენეჯერებსა და მშენებლებს საშუალება მიეცათ ინფრასტრუქტურის გონივრულ გადაწყვეტილებებზე პროფესიონალი ტრენერების, დიმიტრი აბულაძისა და სანდრო მჭედლიშვილის რჩევები მიეღოთ. მედიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი მედია-მენეჯმენტზე ინტერნეტ ჟურნალისტიკის მეცნიერებათა კანდიდატმა ნათია კუპრაშვილმა ჩაატარა. რეგიონის სასტუმრო-სარესტორნო ქსელში დასაქმებულ მზარეულებს საშუალება მიეცათ ცნობილი ესპანელი შეფ-მზარეულის, არაერთი სატელევიზიო კულინარიული რუბრიკის წამყვანის, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული მანუელ ფაუნდეს ბარანდას მასტერკლასს დასწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყო ორგანიზაციებში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერების გაზრდას, შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და დამსაქმებლის საქმიანობის მდგრადობას. ქვეპროგრამას ტენდერში გამარჯვებული ტრენინგ და ტესტინგ კომპანია - ,,აითი-ნოლიჯი" ახორციელებდა. ???? დასაქმების სააგენტო აღნიშნულ ქვეპროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ქვეპროგრამით ბიზნეს სექტორში დასაქმებულმა 300 პირმა ისარგებლა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics