13:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 11:35:16, 1467 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზეც იმსჯელებს

უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობას წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებს, - ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო.

როგორც განჩინებაშია აღნიშნული,  უწმინდესის შეფასებით , მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღეს დაძაბული ვითარებაა შექმნილი.

„მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი. მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც მწუხარებას იწვევს ჩვენში. ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის", - ნათქვამია განჩინებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics