13:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 11:10:41, 1215 ნახვა

საზოგადოება
აბრეშუმის გალერეაში რამინ აფაქიძის, ნერსე ბაწაშისა და ზურაბ ჭედიას ალბომების პრეზენტაცია გაიმართა

აბრეშუმის გალერეაშიაფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით,  აფხაზეთიდან დევნილი იუბილარი მხატვრების − რამინ აფაქიძის (80 წ.), ნერსე ბაწაშის (70 წ.), ზურაბ ჭედიას (60წ.) ალბომების პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ გამოცემულ ალბომებში შესულია ხელოვანების მიერ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები. იუბილარების ნამუშევრები მრავალ საგამოფენო სივრცესა და კერძო კოლექციებს ამშვენებენ.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა“.

მხატვრებს საიუბილეო თარიღი და ალბომების გამოცემა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ დააფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ირმა ირემაძემ მიულოცეს.

საღამოს აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელოვნებოღონისძიებათა მიმართულების ხელმძღვანელი დავით ბაძაღუა უძღვებოდა.

ღონისძიების ფარგლებში საშობაო გამოფენა, სახელწოდებით „ფერ-ფორმანსი“ გაიხსნა, რომლის ნახვის საშუალება დამთვალიერებელს 29 დეკემბრამდე ექნება.

რამინ აფაქიძე − თანამედროვე ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწე და განსაკუთრებული ხელწერით გამორჩეული მხატვარი, გახლავთ არაერთი პრემიის ლაურეატი და აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის წოდების მფლობელი. ამაგდარი პედაგოგი, რომელიც არაერთი სახელოვანი მხატვრის აღმრზდელია,  მათ შორის აფხაზი მხატვრებისაც.

ნერსე ბაწაში −  ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ორმოცამდე ქანდაკების ავტორია, მათ შორის „ოქროს საწმისი −  ჯვარცმული საქართველო“, „დავით აღმაშენებელი“,  „მძიმე ჯვარი“, „ძმათა მონანიება“ და სხვა. ქანდაკება „ლიეტუვის გამათავისუფლებელი“ კი დასახელებულია წლის საუკეთესო ნამუშევრად. არის გაეროს კონკურსის გამარჯვებული.

ზურაბ ჭედია − აფხაზეთის გამოჩენილი მხატვარი,  აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი.  მის ნამუშევრებში აფხაზეთის თემატიკა ჭარბობს: „ზღვა და მირაჟები“, „ნოსტალგია“, „გზა“, „განწყობა“ და სხვა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics