20:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 20:49:38, 1498 ნახვა

კომენტარი
ჯანეზაშვილი: ადამიანები, რომლებიც სისტემაში დარჩენას არ იმსახურებენ, უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც სისტემაში დარჩენას არ იმსახურებენ, უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ.

ამ განცხადებით ჯანეზაშვილი ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე მტკიცებით, უპრეცენდენტოა, რომ კენჭისყრა დღესვე ჩატარდა.  

"დღევანდელი გადაწყვეტილებით მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და სასამართლო სისტემამ გამოაცხადა უკომპრომისო ბრძოლა. მათ როდესაც ვერ მიიღეს მხარდაჭერა, გადაწყვიტეს ფორსირებულ რეჟიმში დაენიშნათ მურუსიძე. დანიშნეს გასაუბრება და უპრეცენდენტოა, რომ დღესვე მოხდა კენჭისყრა. 11 ადამიანმა დაუჭირა მხარი და მათ შორის იმ არამოსამართლე წევრებმა, რომელიც აირჩია პარლამენტმა. ეს საბჭოს ისტორიაში ცუდი გადაწყვეტილებაა. მათ არ აინტერესებთ რას ფიქრობს ხალხი. ამით ეს ბრძოლა არ დასრულდება და ეს კლანი ამ თავის გადაწყვეტილების შედეგებს მოიმკის. ეს გადაწყვეტილება ჩვენ საზოგადოებას არ მოეწონება. ადამიანები, რომლებიც არ იმსაუხურებენ სისტემაში დარჩენას უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ." - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics