18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 17:15:36, 1545 ნახვა

პოლიტიკა
ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა.

თუ დეპუტატები აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, მაშინ ფოფხაძე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ფოფხაძის კანდიდატურის დასახელებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან კითხვები მოჰყვა. დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული. ბესელიას თქმით, რეგლამენტში არ წერია, რომ მსგავსი ინიციატივა პარლამენტის კომიტეტმა გუნდის ხელმძღვანელობასთან უნდა შეათანხმოს. მანვე დასძინა, რომ ყველაფერი რეგლამენტის დაცვით ხდება.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics