13:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 16:01:38, 1019 ნახვა

საზოგადოება
ყოფილ პატიმრებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. სასაჩუქრე კალათები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებზე გადანაწილდა.

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი ბენეფიციარებს შეხვდა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. 

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამაში ყოფილი პატიმრების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება, ბიზნესინიციატივების დაფინანსება, ტატუს მოცილება და სხვა.
ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი იმ ყოფილ პატიმრებზე ზრუნვაა, რომლებიც პრობაციის სერვისების მიღმა არიან და სახელმწიფოს მხრიდან რესოციალიზაციის მიზნებისთვის მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრში შექმნილი პროგრამა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი პატიმრების დახმარების და მათზე ზრუნვის პირველი პრეცედენტი იყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics