|
2018-12-27 14:43:58, 1522 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მან პოსტი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც გადადგომის შესახებ ვანო ზარდიაშვილის განცხადება მიიღო. „დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავმჯდომარე იქნება ამ კომიტეტის, რომელიც ასევე დაიცავს პრინიცპებს. იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი, მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალეობით, საზოგადოების ფართო მონაწილეობით მომართვა ეს არის ჩვენი ვალდებულება, ეს არის ჩვენი დაპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)