20:10 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 13:10:50, 1493 ნახვა

კომენტარი
დავით ჭიჭინაძე: ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა სიგარეტს, სანერვიულო აქვს ბევრი

„ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სიგარეტის ფასების ზრდა იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხმა მოწევას თავი დაანებოს.

ჭიჭინაძის განცხადებით, იმისთვის, სიგარტის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს, არა ფასების ზრდა, არამედ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა აუცილებელი.

„ნებისმიერ პროდუქტზე ფასის ზრდამ მისი მოხმარება არ შეამცირა. სიგარეტთან მიმართებაში ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა ამ სიგარეტს, სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, თუ სანერვიულოს მოაკლებთ, პენსიას გაუზრდით და კარგ პირობებს მისცემთ ცხოვრების, ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა დაანებოს სიგარეტის მოწევას თავი. ადამიანმა ჯანმრთელი ცხოვრებით რომ იცხოვროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ ძვრია და ვერავინ ვერ მიდის. მაგაში თუ ევროკავშირს მიყვებით, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად, ავსტრიაში 90 ევრო ღირს მთელი წლის აბონიმენტი, სახელმწიფო აფინანსებს, ჩვენთან რა ღირს მაინტერესებს ან სად გაქვთ ზოგადად. აქედან გამომდინარე, იმ ნაწილში რომ ევროკავშირს ბაძავთ, ჯერ ევროკავშირისნაირი ხელფასები დანიშნეთ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები იმ დონეზე მიიყვანეთ, როგორ ევროკავშირის ქვეყნებშია. თუ ადამიანებზე ზრუნვა გინდათ, ცხოვრება გაუიაფეთ, შემოსავლები გაუზარდეთ და იქნება ხალხი ბედნიერი, მერე დაფიქრდება ჯანმრთელად იცხოვროს თუ არაჯანმრთელად. მარიხუანაზეც იძახდით, რომ ჯანმრთელობას უხდებაო და სიგარეტი რატომ არ უხდება მაშინ ჯანმრთელობას?“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics